воскресенье, 2 февраля 2014 г.

ჩემი პირველი რეფლექსია

დავიწყეთ პროექტული სწავლების ტრენინგი. ვხედავ მართლაც ახლებური მიდგომაა, მიუხედავად სიცივისა, მებრძოლებივით ვზივართ და ვცდილობთ გავიზიაროთ და დავინახოთ ის გზები, რომელსაც ჩვენი ტრენერი ასე ცდილობს რომ დაგვანახოს. მეორე დღეს  უფრო მობილიზებული გავხდი, პროექტის თანმიმდევრობაც უფრო ნათელი გახდა, იდეაც არ მასვენებს, მინდა კარგად გამომივიდეს, შევუდექით მუშაობას, პუბლიკაციის გაკეთებაც  ვისწავლე, მისი მნიშვნელობაც, ვიუვარსაც გავეცანი, მოკლედ იმედიანად, აგერ ბლოგიც მაქვს, ველოდები შემდეგ დღეებს. ის რომ პროექტები მართლაც ხელს უწყობს მოსწავლეების 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას, ამაზე აღარ ვდაობ. ვნახოთ რა გამომივა.

Комментариев нет:

Отправить комментарий