пятница, 28 февраля 2014 г.

დასრულდა   ჩვენი   ტრენინგი.გავაანალიზე   მიღებული  ცოდნა,   ნამდვილად   დიდი   მნიშვნელობა  ჰქონდა    ამ   ტრენინგს   ჩემი   პროფესიული   განვითარებისათვის,  ბავშვები   ხალისით   და   ინტერესით      მუშაობდნენ,   მთავარი   ხომ   ეს   არის...  მადლობა   ჩვენს   ტრენერს   იმ  უსაზღვრო   ენერგიისათვის,   რომელსაც   არ   იშურებდა   არც   ერთი   ჩვენთაგანისათვის.ავტვირთეთ   ჩვენი   პროექტები   ბლოგებზე.   ყველას   გისურვებთ   წარმატებებს.

воскресенье, 23 февраля 2014 г.

ჩვენი   ტრენინგი   დასასრულს   მიუახლოვდა.  დღეს   განვიხილეთ   ფასილიტაციის         ნიმუშები.   ჩემი   პროექტის   მასალები   ჩავალაგე     შესაბამის   საქაღალდეში.  ყველანი  კმაყოფილები   ვართ.

суббота, 22 февраля 2014 г.

გავითვალისწინეთ შეფასების დროში გაწერილი გეგმის მიხედვით  აქტივობები და დავალებები. გავითვალისწინე მოსწავლეების დიფერენცირებაც.
განვიხილეთ შეფასების სახეები, შეფასების  რუბრიკები, ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკაზე. მძიმე დღე იყო. სამუშაო თან რთული და თან საინტერესო.- რათქმაუნდა შრომატევადიც.

суббота, 15 февраля 2014 г.

გავეცანით ერთმანეთის პროექტის თემებს, და მივეცით ერთმანეთს რჩევები, რაც ფრიად ნაყოფიერი იყო. ვისაუბრეთ და გავარჩიეთ ის აქტივობები რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის ნაყოფიერად წარმართვას. დავხაზეთ და გავაკეთეთ შეფასების დროში გაწერილი გეგმა, ჩაუღმავდით მის მნიშვნელობას, გავაკეთეთ უკუკავშირი და ვიმსჯელეთ საავტორო უფლებებზეც. ვნახეთ როგორ შეიძლება შევქმნათ გამოყენებული ლიტერატურის ფაილი და რა უნდა გავითვალისწინოთ. ვისწავლეთ ინტერნეტიდან მასალების მოძიების საშუალებები და ლინკის გადმოწერა.